LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს…ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ” – რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე გარდაცვლილ პირზე

2449
BeFunky-collage (9)

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი რუსთავის ციხესთან, აქციის მიმდინარეობისას მომხდარ უბედურ შეთხვევაზე წერს.

აქციის მონაწილე, რომელიც შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა – ფაქტს შსს იძიებს

“შეიძლება ასეთ აქციებზე სასწრაფო არ იდგეს?? აქციაზე ადამიანი ცუდად გახდა, სასწრაფო იმდენი ხანი არ მოვიდა მოქალაქეებმა წაიყვანეს , გზაში სასწრაფოც დაეწიათ და ვეღარ მოხერხდა გადარჩენა.

გესმით? ადამიანი ვეღარ გადაარჩინეს, უმძიმესი ამბავია. და უფრო მძიმეა რომ ოპოზიციის აქციებზე მყოფ ადამიანებს იმდენად არ აღიარებს მთავრობა, რომ სამედიცინო დახმარებას არ უყენებს!

ადამიანი სხვის გადასარჩენად მოვიდა და თავად ვერ გადავარჩინეთ. ძალიან ცუდი ამბავია. ძალიან”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

როგორც “ფორტუნას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აქციაზე მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g