LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასწრაფოს ექიმების დახმარებით, ქალმა სახლში იმშობიარა და ტყუპები შეეძინა

178
Untitled design (2)

თბილისში, სასწრაფოს ექიმების დახმარებით, ქალბატონმა სახლში იმშობიარა და ტყუპები შეეძინა. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „შენი სიცოცხლის გადასარჩენად“ აქვეყნებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაბადებული ორი გოგონადან, ერთი და თავიდანვე აქტიური იყო და ტიროდა, ხოლო მეორე ტყუპი მიუხედავად აქტიურობისა, იყო ციანოზური და არ ტიროდა. ექიმებმა ახალშობილს ყველა საჭირო და აუცილებელი მანიპულაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც პატარამ ტირილი დაიწყო.

„თბილისის მე-11 რაიონული სამსახურის 1131 ბრიგადის პოზიტიურად დასრულებული მორიგეობა.

როგორც ექიმი ნანა შონია იხსენებს, ორსულობასთან დაკავშირებით გამოძახება 1131 ბრიგადის წევრებმა გამთენიისას მიიღეს.

ახალგაზრდა ქალბატონი ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა, როდესაც მას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. ადგილზე მისული ექიმების პროფესიონალიზმის წყალობით ტყუპი გოგონების დაბადების პროცესი ბედნიერად დასრულდა.

ექიმების გადმოცემით, ერთი და თავიდანვე აქტიური იყო და ტიროდა, ხოლო მეორე ტყუპი მიუხედავად აქტიურობისა, იყო ციანოზური და არ ტიროდა. ექიმებმა ახალშობილს ყველა საჭირო და აუცილებელი მანიპულაცია ჩაუტარეს, რის შედეგადაც პატარამ ტირილი დაიწყო.

აღსანიშნავია პაციენტის დასახმარებლად მისული სამაშველო სამსახურის ოპერატიულობა და პროფესიონალიზმი.

ბრიგადის ექიმების მიერ დედა და ახალშობილი ორი პატარა გოგონა სტაბილური მდგომარეობით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში იქნენ გადაყვანილნი.
ექიმი ნანა შონია სერტიფიცირებული გინეკოლოგია, რაც ამ კონკრეტული შემთხვევისას თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლდათ.

#გვეამაყებაგვეამაყება

ექიმი -ნანა შონია
უმცროსი ექიმი- გიორგი ჭინჭარაძე
მძღოლი- ლევან ბალხამიშვილი

#შენისიცოცხლისგადასარჩენად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g