LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სათადარიგო მუხრუჭებმა იმუშავა და სერიოზულ ზიანს ამის ხარჯზე გადავრჩით“ – რას ამბობს სანდრო შელია დიდუბეში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის ფაქტზე

541
სანდრო შელია ლიფტი

„დიდუბის იმ კონკრეტულ კორპუსში სათადარიგო მუხრუჭებმა იმუშავა და სერიოზულ ზიანს ამის ხარჯზე გადავრჩით“, – ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ განაცხადა.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ, დიდუბეში, მირცხულავას ქუჩაზე მაღალსართულიან კორპუსში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც ლიფტი ჩავარდა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა.

ლიფტმა ავარიული მოძრაობა 22-ე სართულიდან დაიწყო.

„როცა საქმე ახალ ლიფტებს ეხება, ორი სახის ინსპექტირება ტარდება: პირველადი და პერიოდული – 3 წელიწადში ერთხელ. პირველადი ინსპექტირების ჩატარება თავად სამშენებლო კომპანიის ვალდებულება და ინტერესშია, რადგან სხვაგვარად კორპუსს ექსპლუატაციაში ვერ მიიღებენ.

ზოგადად, კარგი ინსპექტორების პრობლემა არსებობს იმდენად, რამდენადაც კვალიფიციური კადრები უმეტესწილად მშენებლობებზე არიან დასაქმებულნი – იქ უკეთესი ანაზღაურებაა და რთულია, აქ მსგავსი პირობები შესთავაზო.

რაც დიდუბის ერთ-ერთ კორპუსში მოხდა, ცხადია, ასეთი რამ დაუშვებელია და არ უნდა ხდებოდეს. იქ სათადარიგო მუხრუჭებმა იმუშავა და სერიოზულ ზიანს ამის ხარჯზე გადავრჩით. ეს მუხრუჭები სრულად მექანიკურია, სისწრაფის ამოქმედებისთანავე ავტომატურად აქტიურდება და გადამზღვევის ფუნქციას ასრულებს“, – განაცხადა სანდრო შელიამ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ დიდუბის რაიონში, მირცხულავას ქუჩაზე მირცხულავას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან კორპუსში, ლიფტი ჩავარდა, რომელშიც 5 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც ლიფტის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ, ლიფტმა ავარიული მოძრაობა 22-ე სართულიდან დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g