LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატელეფონო ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფი მცირდება

97

მობილურ და ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებაზე ურთიერთჩართვის ტარიფები მცირდება. კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით,  ბაზარზე ტარიფები ეტაპობრივად უნდა შემცირდეს. პირველი შემცირება 2018 წლის 1-ელ ივლისს მოხდება, საბოლოოდ შემცირებული ტარიფი კი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

არსებული ტარიფებით მობილურ ქსელში ურთიერთჩართვის მაქს. ტარიფი, გადასახადების გარეშე,  3,5 თეთრს შეადგენს, 2018 წლის ივლისიდან ზარის წამოწყება, გადასახადების გარეშე –  2,16 თეთრი, 2019 წლის იანვრიდან კი  1,44 თეთრი იქნება.

რაც შეეხება ფიქსირებულ ქსელში ურთიერთჩართვის ტარიფებს, მოქმედი მაქსიმალური ტარიფი წუთზე 2 თეთრს შეადგენს. კომისიის ახალი დადგენილებით, ივლისიდან ზარის წამოწყება, ადგილობრივ დონეზე გადასახადების გარეშე – 1,04 თეთრი, ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე კი 1,05 თეთრი იქნება. 2019 წლის იანვრიდან ზარის წამოწყება ადგილობრივ დონეზე  – 0,38 თეთრი, ზარის წამოწყება ტრანზიტულ დონეზე კი 0,41 თეთრი იქნება.

სატელეფონო ოპერატორებს შორის ურთიერთჩართვის ტარიფის შემცირება სამომხმარებლო ტარიფების გაიაფებას განაპირობებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g