მეტრო-სადგურ „სამგორში“ მგზავრი მოულოდნელად გარდაიცვალა.
ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის გამოც რამდენიმე მეტროსადგური არ ფუნქციონირებს.
„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მატარებლების მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხებულია. შეფერხების მიზეზი მს “სამგორში” მგზავრის მოულოდნელი გარდაცვალება გახდა. ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო პროცედურები, რის გამოც მეტროსადგურები “სამგორი”, “ისანი” და “ავლაბარი” დაიკეტა მგზავრთა მიღებაზე. მატარებლები მგზავრებს ემსახურებიან მს “ახმეტელის თეატრიდან” “300 არაგველამდე” და პირიქით. პირველ ხაზზე მოძრაობა მას შემდეგ განახლდება, როდესაც შესაბამისი უწყება დაასრულებს საგამოძიებო პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.