სათვალეების მაღაზია “Safilo” მომხმარებელს ახალ კოლექციას სთავაზობს.
”ახალ კოლექციაში შედის, როგორც მზის, ასევე ოპტიკური სათვალეები, მომხმარებელს დიდი არჩევანი აქვს და შეუძლია სასურველი მოდელი შეარჩიოს. ოპტიკური სათვალეების ფასი 20 ლარიდან იწყება, მზის სათვალეების შეძენა კი მომხმარებელს 40 ლარიდან შეუძლია. “safilo”- ში წარმოდგენილია სხვადასხვა ბრენდები: Dior, McQueen, Valenciaga და სხვა, რომელთა ფასიც გაცილებით მაღალია. ასევე გვაქვს ავსტრიული ბრენდები, რომელთა ფასიც 490 ლარიდან იწყება.”- განაცხადა „Safilo”ს მენეჯერმა ჯული ჯანგავაძემ, ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას.
ჯანგავაძემ აღნიშნა ისიც, რომ “Safilo”- მ დაიწყო დიდი ფასდაკლების აქციაც. მომხმარებელს შეუძლია ოპტიკური სათვალე 118 ლარის ნაცვლად შეიძინოს 55 ლარად, ასევე უფასოდ მიიღოს ექიმის კონსულტაცია და სასურველი მინაც ჩაისვას.
„Safilo” საქართველოში არსებობის 20 წელს ითვლის, როგორც ჯანგავაძემ აღნიშნა, კონკურენციის ბაზარზე მყარად დგომა ადვილი არ არის, თუმცა მათ ამაში ხარისხიანი პროდუქცია ეხმარება.
მსურველებს მაღაზიაში სტუმრობა პეკინის N20, ჭავჭავაძის N16, ვაჟა-ფშაველას N15, ასევე რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში შეუძლიათ.