LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილებს “პიკის საათებში” 2-2 საათით მოძრაობა აეკრძალებათ

105

სატვირთო ავტომობილებს დილისა და საღამოს „პიკის საათებში“ 2-2 საათით მოძრაობა აეკრძალებათ.

შესაბამისი ცვლილებების შეტანა  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” იგეგმება.

კანონპროექტი, რომლის ავტორებიც პარლამენტის წევრები კახაბერ კუჭავა და ნინო წილოსანი არიან, საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

კონკრეტულად რომელ საათებში დაწესდება ეს აკრძალვა, ამას დედაქალაქის თვითმმართველობა განსაზღვრავს. ასევე თბილისის მთავრობა დაადგენს, დღის რა პერიოდში ექნება სადისტრიბუციო მანქანებს ქუჩებში მოძრაობის შესაძლებლობა.

ამასთან, დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, სატვირთო და სადისტრიბუციო მანქანების მხრიდან მოძრაობის წესის დარღვევაზე 100-ლარიანი ჯარიმა დაწესდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g