LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო ავტომობილი ესტაკადას დაეჯახა და რამდენიმე მეტრით გაწია

58
78b057218b4ecd46a5d007125cea1ba71f4b94c1

ამერიკაში, ჯორჯიას შტატში სატვირთო ავტომობილი შტატების გადამკვეთ ესტაკადას დაეჯახა და მაგისტრალი ადგილიდან 2 მეტრით დაძრა. ბუნებრივია, გზის შეკეთება ვერ გამოვა, ამიტომ ესტაკადა მთლიანად უნდა დაიშალოს და თავიდან აიგოს. მანამდე კი მაგისტრალზე მოძრაობა ორივე მხრიდან შეჩერებულია და მძღოლებს დანიშნულების ადგილამდე ჩასაღწევად მარშრუტის ათობით კილომეტრით დაგრძელება უწევთ.

ესტაკადა მაგისტრალ I-16–ს კვეთს და ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციასაც ასრულებს. როგორც ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, გზის გახსნის ყველაზე სწრაფი მეთოდი, ესტაკადის დაშლა და თავიდან აშენებაა, რამეთუ კონსტრუქცია აღდგენას არ ექვემდებარება.

სამუშაოების დაწყება 21 ივლისიდან იგეგმება და მაგისტრალზე მოძრაობაც მხოლოდ ამის შემდეგ აღდგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები