LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები რეკორდულად იზრდება – საქართველოს რკინიგზა

73
de0bbb2f-4618-4484-afba-8b2796a4582c

„საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები იზრდება.

მათივე ცნობით, 2021 წლის პირველ სამ თვეში გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 7.3 %-ით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი სატვირთო გადაზიდვებიდან კი 14%-ით. 2021-ში 2020 წელთან შედარებით, ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 33%-ით გაიზარდა, მისგან მიღებული შემოსავალი კი 42%-ით.

„რაც შეეხება საკონტეინერო გადაზიდვებს, მაჩვენებლები აქაც ზრდადია. 2021 წლის პირველ სამ თვეში წინა წელთან შედარებით საკონტეინერო გადაზიდვებში 3.5%-იანი ზრდა ფიქსირდება, მისგან მიღებულმა შემოსავალმა კი 8%-ით მოიმატა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პირველი კვარტლის შედეგები, ბოლო 6 წლის განმავლობაში, რეკორდული მაჩვენებელია“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g