LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატვირთომ ტესლას კარი მოაგლიჯა (ვიდეო)

31

ავსტრალიურ ქალაქ სიდნეიში დაპარკინგებულ ქროსოვერ Tesla Model X-თან ჩავლისას ელექტროქარი ავტომატურად გაიღო და სატვირთომ გაიტანა. ინციდენტი ივლისის ბოლოს მოხდა, თუმცა, მომხდარის შესახებ CarAdvice ახლა წერს.

ავტომობილის მფლობელი ვეტერინარი სემ კოვაჩია, რომელიც ავარიის დღეს სამსახურთან დაპარკინგდა. შუა დღისას მისმა დამხმარემ შეატყობინა, რომ ავტომობილი ავარიაში მოყვა. როდესაც კოვაჩი გარეთ გავიდა, აღმოაჩინა, რომ წინა მგზავრის მხარეს კარი ღია იყო, მძღოლის მხარეს კი მოგლეჯილი.

კოვაჩმა მაშინვე იპოვა სატვირთოს შეშინებული მძღოლი, რომელმაც განაცხადა, რომ კარი მოულოდნლად გაიღო. სატვირთოს მძღოლს ეგონა, რომ ტესლას მძღოლი მოკლა.

ავარიის შემდეგ დაზარალებული ტესლას მძღოლი ოფისს დაუკავშირდა, რომელიც აშშ-ში მდებარეობს. კოვაჩს სერვისამდე ევაკუატორის მომსახურება შესთავაზეს, თუმცა, ტრანსპორტირების ხარჯებზე უარი განაცხადეს.

კოვაჩმა რვა დღის შემდეგ კომპანიისგან პასუხი მიიღო, სადაც ეწერა, რომ მომხდარში მძღოლია დამნაშავე. ტესლაში განახადეს, რომ ავტომობილში კარის ავტომატურად გაღების ფუნქცია იყო აქტივირებული და ეს მძღოლმა გასაღებზე არსებული ღილაკებით მოახერხა, რამაც კარის გაღება გამოიწვია.

კოვაჩი ირწმუნება, რომ ავარიის მომენტში მას ღილაკებზე ხელი არ დაუჭერია და ავტომობილისგან 25 მეტრით იყო მოშორებული. ქროსოვერის მფლობელის განცხადებით, ის ავტომობილში თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები