LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა თიანეთის სატყეო უბანზე სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს

279
თიანეთის სატყეო უბანი

მცხეთა-მთიანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, თიანეთის სატყეო უბანზე, სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევმა, ჯამში, 16 კუბური მეტრი სამასალე და 55 კუბური მეტრამდე საშეშე მერქანი უნებართვოდ მოწყობილ ბაქანზე განათავსა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგა სამართალდარღვევის შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია თიანეთის საქმიან ეზოში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები, სამართალდარღვევების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პატრულირებას როგორც ცოცხალი ძალით, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებებით ახორციელებენ. ტყეში განთავსებული ვიდეოხაფანგებისა და დრონების გამოყენებით მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ტყით უკანონოდ სარგებლობის ფაქტები”, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი მიქელაძემ.

magti 5g