LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარი, რომ თითქოს ჩვენი მერები და გამგებლები არიან სოციალურად შეჭირვებულები, არის აბსოლუტური არაადეკვატურობა: ოპოზიცია პრემიერის ინიციატივას აკრიტიკებს

69
ნიკა ობოლაძე

2022 წლიდან საჯარო მოხელეების ხელფასების ზრდას ეხმაურება ხელისუფლების ოპოზიცია.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ნიკა ობოლაძის განცხადებით, არსებული პანდემიის ფონზე საუბარი, რომ მერები არიან სოციალურად შეჭირვებულები, არის არაადეკვატურობა და საზოგადოების დაცინვა

“უნდა მოხდეს ამ ადამიანების ოპტიმიზაცია, ვინც მუშაობს უნდა დარჩეს სამსახურში და გაეზარდოს ხელფასი, და ის, ვინც მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით არის გაფორმებული, მან უნდა სცადოს და სამსახური იპოვოს კერძო სეტორში,” – განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მიესალმებიან მმართველ გუნდში.

“საჯარო მოხელეები ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ასრულებენ და შესაბამისად, ისინი აბსოლუტურად იმსახურებენ დაფასებას. ამიტომ მსგავს ინიციატივებს მივესალმები,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, ამიტომ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია მერების ხელფასების გაორმაგება.