საუდის არაბეთი დაინტერესებულია, განაგრძოს საქართველოსთან აქტიური თანამშრომლობა, “დელტას” მიერ წარმოებული ტექნიკის ექსპორტის მიმართულებით.
ამის შესახებ ცნობილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ აბდულ რაჰმან ბინ სალეჰი ალ-ბანიანის შეხვედრაზე გახდა.
შეგახსენებთ, სსსტც „დელტამ“ გასულ წლებში, საუდის არაბეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და ვალდებულება აიღო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანის მიწოდებაზე, რომელთა საერთო ღირებულება 100 მილიონამდე ლარი იყო.