LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აფრთხილებს – ამჯერად, ინვესტიციებზე

319
saudis arabeti

საუდის არაბეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს საქართველოში უძრავ ქონებაში ინვესტირების შესახებ აფრთხილებს.

საელჩოს განცხადებით, საუდის არაბეთის იმ მოქალაქეებმა, რომელთაც საქართველოში უძრავი ქონების ან მიწის შეძენა სურთ, შემდეგი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ:

  1. უძრავი ქონების საინვესტიციო კონტრაქტის ხელის მოწერამდე მოქალაქეები უნდა ეწვიონ საელჩოს;

  2. კონტრაქტის გაფორმებამდე რეკომენდებულია სერტიფიცირებული იურისტის დაქირავება და მასთან კონსულტაციის გავლა;

  3. დოკუმენტის შევსებამდე აუცილებელია ქართული კანონმდებლობის ცოდნა და კონტრაქტის იუსტიციის სახლში გაფორმება.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის საელჩომ აქამდეც გაავრცელა გაფრთხილება, რომელიც საქართველოში ძარცვისა და თაღლითობაში გახვევის რისკებს უკავშირდებოდა. საელჩომ აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის არაერთი მოქალაქე გამხდარა თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე და ბათუმში, ევროპის მოედანზე თაღლითობის მსხვერპლი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g