ექიმი-სტომატოლოგი, თერაპევტი ირმა ხახანაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.
„საუკეთესო ადამიანმა და ექიმმა დაგვტოვა. მრავალი წლის მანძილზე მისი დიდოსტატობის წყალობით, უამრავი ადამიანის ჯანმრთელი ღიმილი მისი დამსახურებაა. ჩემი უსაყვარლესი, კეთილი ირმა, ირაკლის დედის საუკეთესო მეგობარი იყო და მის გარდაცვალებას ისე განიცდიდა, ამ ამბავმა მომიღო ბოლოო, ხშირად ამბობდა. გუშინ დოდოს დაბადებისდღეს შეხვდა და შემდეგ წავიდა.
ძალიან მიყვარხარ ირმა“, – წერს ნათია ფანჯიკიძე ფეისბუქში.