ევრობასკეტის მოსამზადებელი ციკლის ფარგლებში საქართველოს ნაკრები თბილისის მერიის თასის გათმაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ჩემპიონატის წინ ეს იქნება ნაკრების ბოლო მატჩები თბილისში, რის შემდეგაც ჩვენი ეროვნული გუნდი საბერძნეთში, შემდეგ კი ისრაელში, ევრობასკეტზე გაემგზავრება.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გუნდის შეკრებასა და კალათბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
ილიას ზუროსი: “მოთამაშეებით ამ მდგომარეობით კმაყოფილები ვართ. მთავარი სამუშაო სლოვენიაში გვქონდა, რასაც თავი კარგად გავართვით. გუნდს ფიზიკურად ვამზადებთ. აქამდე ტაქტიკაზე ბევრი არ გვიმუშავია, თუმცა ჩვენი კალათბურთელების ფიზიკური მდგომარეობით ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ ასე გავაგრძელებთ. ამ პერიოდში უფრო მეტი ტაქტიკაზე უნდა ვიმუშაოთ. ახლა ზაზაც ჩვენთანაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუნდი შეიკრიბა და საუკეთესო დროა, რათა ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, ვისწავლოთ, როგორ ვითამაშოთ ერთად. ჩეხეთთან ორ შეხვედრაში შევძლებთ გავივარჯიშოთ, შევამოწმოთ რაღაცები და კიდევ უფრო მეტს დავამტკიცებთ დაცვაში”.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის თასი 11 და 13 აგვისტოს 18:00 საათზე გაიამრთება. ამ თამაშებში მოგებების და, თუ საჭირო გახდა, ბურთების შეფარდებით გაირკვევა გამარჯვებული გუნდის ვინაობა, რომელსაც თბილისის მერიის თასი გადაეცემა.
შეხვედრებზე დასწრება გულშემატკივართათვის თავისუფალია.