LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო ფილმები დიქტატორებსა და დიქტატურაზე

5865
FORTUNA.GE

ისტორიკოსები ათწლეულების მანძილზე იკვლევენ დიქტატურის ბუნებას და ცნობილი დიქტატორების ფსიქოტიპებს, არ ჩამორჩნენ მეცნიერებს არც რეჟისორები, რომელთაც საკუთარ ნამუშევრებში სცადეს დიქტატურის ფენომენის განხილვა.

„მონანიება“ (1987) -კანის კინოფესტივალის  გრან-პრის მფლობელი ფსიქოლოგიური დრამა, რომელიც თენგიზ აბულაძემ ე.წ. „გარდაქმნის“ ეპოქამდე დადგა, ევროპაში ხმაური და აჟიოტჟი გამოიწვია, საბჭოთა კავშირში კი, დიდი ხნით აიკრძალა. მართალია, ფილმის მთავარი გმირი ბევრმა სტალინის პროტოტიპად აღიქვა, მაგრამ სინამდვილეში ვარლამ არავიძე რამდენიმე სახე გააერთიანა და დიქტატორის განზოგადოებულ განსახიერებად იქცა.

შოტლანდიის უკანასკნელი მეფე“ (The Last King of Scotland, 2006) – ბრიტანელი კევინ მაკდონალდის ისტორიული დრამა, რომელმაც 1970-იანი წლების უგანდა და იდი ამინ დადას სასტიკი დიქტატორული რეჟიმი ასახა, არა მხოლოდ მაყურებლის მოწონება, არამედ უამრავი პრესტიჟული პრემია გაიმსახურა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფორესტ უითთაკერის ნამუშევარი აღმოჩნდა, რომელმაც „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ პრემიები დაიმსახურა.

„ბუნკერი“ (Der Untergang, 2004) – მართალია, ადოლფ ჰიტლერზე უამრავი ფილმი შეიქმნა, მაგრამ ოლივერ ჰირშბიგელის ისტორიული დრამა მისი ცხოვრების უკანასკნელ დღეებს მიეძღვნა. ფიურერმა, რომელმაც არ ისურვა დამარცხების აღიარება, უახლოეს გარემოცვასთან ერთად ბუნკერს შეაფარა თავი და იქვე დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. დრამა ამერიკული კინოაკადემიის ნომინანტი გახდა საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში, მთავარი როლის შემსრულებელმა ბრუნო განცმა კი, რომელმაც ბრწყინვალედ განასახიერა სასოწარკვეთილი დიქტატორი European Film Awards-ის პრემია დაიმსახურა.

„1984“ (1984)  – მაიკლ რედფორდის სამეცნიერო-ფანტასტიკური ანტიუტოპია ჯორჯ ორუელის ცნობილი რომანის ყველაზე წარმატებული ეკრანიზაციაა. მართალია, ფილმი 1984 წელს დაიდგა, მაგრამ ლიტერატურული პირველწყარო შორეულ 1984 წელს გამოიცა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ გამოგონილი ქვეყანა თავისი ტოტალიტარული რეჟიმით მკითხველმა საბჭოთა კავშირთან გააიგივა, შავულვაშიან უფროს ძმაში კი, სტალინი დაინახა.

„სადამის სახლი“ (House of Saddam, 2008) – ალექს ჰოლმსის მინი-სერიალმა, რომელმაც   სადამ ჰუსეინის ცხოვრებაზე მოუთხრო მაყურებელს, ერაყელი დიქტატორის 30-წლიანი ცხოვრება მოიცვა – ხელისუფლებაში მოსვლით დაწყებული, შეპყრობით და გასამართლებით დასრულებული.

magti 5g