მამის დღესთან დაკავშირებით, ცნობილმა მამას ტელეწამყვან გიორგი გასვიანს მეუღლემ, მარიტა მელიქიშვილმა სოციალურ ქსელში მიულოცა დღევანდელი დღე და დაწერა, რომ ის საუკეთესო მამაა.
“გილოცავ, საუკეთესო მამა ხარ” – დაწერა მარიტამ ფეისბუქში და მამა-შვილის ფოტოები გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, 19 ივნისი მამის დღეა. დღესასწაული, ყოველწლიურად აღინიშნება მამობის აღსანიშნავად და მამებისთვის პატივის მისაგებად. მრავალ ქვეყანაში ის აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს.
მამების დღე პირველად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა.