ლოს-ანჯელესის “დოლბის” თეატრში “ოსკარების” დაჯილდოების ცერემონია მიმდინარეობს. ამჯერად “საუკეთესო მსახიობი ქალი“ გამოვლინდა და ეს წოდება ემა სთოუნმა მიიღო ფილმით „ლა ლა ლენდი”.
აღნიშნულ კატეგორიაში მისი მთავარი კონკურენტები იყვნენ: იზაბელ იუპერი, „ის ქალი“, რუტ ნეგა, „ლავინგი“, ნატალი პორტმანი, „ჯეკი“, მერილ სტრიპი, „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“.
„როგორც კი შეგრძნებები დამიბრუნდება, ყველას მაგრად ჩაგეხუტებით“, – განაცხადა ოსკაროსანმა მსახიობმა.