LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“საუკეთესო ოცნებებშიც ვერ წარმოვიდგენდი” – ირინკა მამულაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იწყებს მუშაობას

153
BeFunky-collage - 2022-11-01T005433.160

ქართველი გოგონა ირინკა მამულაშვილი დიდი ბრიტანეთის პარლამენტში იწყებს მუშაობას.

როგორც თავად ირინკა სოციალურ ქსელში წერს, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ მისი ცხოვრება ასეთი საინტერესო გახდებოდა.

“My feelings right now are beyond words. ეს ქვეყანა ყველა ეტაპზე მასაჩუქრებს და მარწმუნებს რომ შესაძლებლობები უსაზღვროა. 1 წლის წინ, დიდი ბრიტანეთი მენდო, დამაფასა და სამაგისტრო პროგრამა და ლონდონში ცხოვრება სრულად დამიფინანსა. როცა ჩამოვედი ვერც კი წარმოვიდგენდი, საუკეთესო ოცნებებშიც კი, რომ ჩემი ცხოვრება ასეთი საინტერესო იქნებოდა და იმას ხომ საერთოდ ვერ დავუშვებდი, რომ დღეს ამ პოსტის დაწერას შევძლებდი.

Dreams do come true. მუშაობას ვიწყებ ბრიტანეთის პარლამენტში, House of Commons-ში, ბრიტანეთის მხრიდან რუსეთის დასანქცირების პროექტზე, კონსერვატორული პარტიის წევრ Jonathan Djanogly-სთან. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩვენთვის, ყველასთვის, ცნობილ ამ შენობაში რეალური ადამიანები მუშაობდნენ, მითიურ პერსონაჟებს გავდნენ ჩემთვის. თუმცა, სულ რამდენიმე დღეში სწორედ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შენობა და ისტორიული გარემო ჩემი სამუშაო სივრცე გახდება რამდენიმე თვით და თან ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ნაწილი ვიქნები”, – წერს ირინკა მამულაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g