თუ გსურთ, ახალგაზრდობის და მუდმივად მბზინავი კანის შენარჩუნება, ყოველდღიურად მიირთვით სასარგებლო პროდუქტი.
* კვერცხი – ამინომჟავები ხელს უწყობს იმ კოლაგენის გამომუშავებას, რომელიც კანის ელასტიურობას უზრუნველყოფს. არავითარ შემთხვევაში არ თქვათ უარი, კვერცხის გულზე, რადგან სწორედ ის შეიცავს ლუტეინს, კანის დამარბილებელ ზაექსანტინს და ვიტამინს В12-ს, რომელიც კანს ნაოჭებისგან და გარე ზემოქმედებისგან იცავს.
* ბოსტნეული – მუქი მწვანე ფერის ბოსტნეული – მცენარეული ნივთიერებებით მდიდარი ისპანახი, მჟაუნას და სალათის ფოთლები კანს ვიტამინებით კვებავენ და მის ჯანსაღ ფერზე ზრუნავენ. მოამზადეთ მსუბუქი საზაფხულო კერძი – ომლეტი ისპანახით ან მიირთვით გრილი კოქტეილი ანანასის წვენით, პიტნის ფოთლებით და სიამოვნების მიღებასთან ერთად ჯანმრთელობაზეც იზრუნებთ.
* ჩიას თესლი – სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში პოპულარული ჩიას თესლი, იმ ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავებითაა მდიდარი, რომელიც კანის დამცავი ბარიერის შექმნაზე ზრუნავს და არ აძლევს მას გამოფიტვის საშუალებას.
* ნუში – უძლიერესი ანტიოქსიდანტი Е-ვიტამინი, რომლითაც მდიდარია ნუში, ყველაზე ეფექტურად ანეიტრალებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას. გარდა ამისა, ნუში დიდი რაოდენობით შეიცავს უჯერ ცხიმებს, რომელთა წყალობით კანი ტენიანობას ინარჩუნებს და აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას.
* თაფლი – შაქრისგან განსხვავებით, თაფლი არ იწვევს გლუკოზის დონის მომატებას სისხლში. გარდა ამისა, ბუნებრივი პროდუქტი მანგანუმს და სელენს შეიცავს, რომლებიც ანეიტრალებენ თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებას. დაუმატეთ ერთი კოვზი შვრიის ფაფას ან მიირთვით მთელმარცვლოვანი პურის ტოსტთან ერთად.
* საზამთრო – უგემრიელესი ზაფხულის ხილი, რომელიც არბილებს, ელასტიურობას და მბზინვარებას უნარჩუნებს სახის კანს, ლიდერია იმ ხილს (ნესვი, ატამი, მარწყვი) შორის, რომლიც ჭარბი სითხის წყალობით კანის ახალგაზრდობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.