გამოცემამ NME იმ სიმღერების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც თოვლს ეძღვნება. პირველ ადგილზე Nick Cave & the Bad Seeds-ის სიმღერა „Fifteen Feet Of Pure White Snow“ განთავსდა. თრექი ჯგუფის 2001 წლის ალბომში „No More Shall We Part“ შედის.
მეორე პოზიციას ამერიკელი როკერების, The Walkmen-ის „While I Shovel the Snow“ იკავებს. სამეულს კი Black Sabbath-ის „Snowblind“ ხურავს.
ათეულში ასევე მოხვდა: Kings of Leon-ის „Velvet Snow“. ბილი ჰოლიდეის „Bon Iver, I’ve Got My Love to Keep Me Warm“, კანიე უესტის „Coldest Winter“, ელიოტ სმიტის „Angel in the Snow“ და ა.შ.