ცნობილი მომღერალი გიორგი ძოწენიძე და მისი მეუღლე, მია მაჩაბელი, საბერძნეთის კურორტ სანტორინიში ისვენებენ.
წყვილი სოციალურ ქსელში უკვე ანებივრებს გულშემატკივრებს ზღაპრული ხედებით, ლურჯი ზღვის ფონზე გადაღებული ფოტოებით და თბილი კადრებით, სადაც მათი სიყვარული და ჰარმონია განსაკუთრებით იგრძნობა.
„საბერძნეთში როგორ გაახარებთ ემიგრანტებს“, „უსაყვარლესი, ულამაზესი წყვილი“, „უნიჭიერესი გიორგი“, „საუკეთესო წყვილი“ – წერენ კომენტარებში მათი გამომწერები.