„მე-17 დღეს მოხდა ჩემში კათარსისი, ვეღარ ვჭამდი. ყელში გამეჩხირა საუზმე“, – ამის შესახებ მსახიობმა სანდრო კაკულიამ დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კაკულია ამბობს, რომ მისთვის ბოლო დროს ბევრი მითი დაიმსხვრა, მათ შორის „სუფრაზე სადღეგრძელოებად ნათქვამი სამშობლოს სიყვარულის განმარტება“.
„არ ვიცი, 16 დღე რას ვშვრებოდი, გულწრფელად ვამბობ. რატომ მეგონა, რომ 16 დღე „ოკ“ იყო, მე-17 დღეს მოხდა ჩემში კათარსისი, ვეღარ ვჭამდი. ყელში გამეჩხირა საუზმე.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან რომ წავედი (მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნის აქციაზე) შერცხვენილი ვიყავი, რადგან კუჭი ნახევრად სავსე მქონდა და დავფიქრდი ერთ რამეზე, ვართ კი სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოება? ჩემთვის თავდაყირა დადგა ყველაფერი, მეგობრების მხრიდანაც ვერ ვგრძნობ ამ შიმშილობის მიმართ სოლიდარობას.
„განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს, როცა ვიღვიძებ, ცხელ ყავას და საუზმეს მივირთმევ… მზიას შიმშილობის მე 17 დღე და ახალგაზრდების ვინღა დათვლის უჰაერო საკნებში დღეებს“ – ბაია დვალიშვილი
მსახიობი და ტელეწამყვანი ბაია დვალიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა აქვს, როდესაც „იღვიძებს და ცხელ ყავას სვამს, მაშინ როდესაც მზია ამაღლობელი მე-17 დღეა შიმშილობს და ახალგაზრდები უჰაერო საკნებში სხედან“. „სულ, განუწყვეტლივ დანაშაულის გრძნობა მაქვს, როცა ვიღვიძებ, ცხელ ყავას და საუზმეს მივირთმევ, როცა გარეთ გავდივარ და ან რაღაცაზე გულით გამეცინება, […]
ეჭვი შემეპარა, ვიაზრებთ კი, რომ ეს ადამიანი სამუდამოდ შეიძლება ინვალიდი დარჩეს ან საკაცით გამოიყვანონ, ან გარდაიცვალოს. თვითონ თქვა, შევეწირებიო და მართლა ვწირავთ ამ ადამიანს?
რაღაცებზე არ ვართ შეთანხმებული ან მაშინ ვთანხმდებით, როცა ყველას ერთად ძალიან გვიჭირს. მაგალითად, 13 ივნისის ამბავმა გაგვაერთიანა. ტრაგედია გვაერთიანებს და როგორც კი ძალიან კრიტიკული სიტუაცია არაა, ჩვენთვის ვართ.
ძალიან მოგონილი ამბავი ხომ არაა, ქართველების ერთმანეთის გატანის თემა. ჩემთვის ბევრი მითი დაიმსხვრა, მათ შორის სუფრაზე სადღეგრძელოებად ნათქვამი სამშობლოს სიყვარულის განმარტება… პოლიციელს ქალმა ხელი გაარტყა, ამ პოლიციელმა ძლიერი ტკივილი იგრძნო და შვიდი წელი ციხეში სვამენ, მაშინ როცა ჯერ კიდევ 2009 წელს გვახსოვს რიყეზე სპეცრაზმელს რა უქნეს, გადალეწეს, იმიტომ რომ ხალხი გამწარებული იყო, რადგან მანამდე იმ სპეცრაზმელებმა რუსთაველზე დაარბიეს და მაშინ შვიდი წლით ციხეში არავინ ყოფილა.
ვიდეო: „მზიას გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, ენით აღუწერელი ამბავია ჩვენს თავს“ – ირმა სოხაძე
„მზიას გარდა ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ, ენით აღუწერელი ამბავია ჩვენს თავს“ – ირმა სოხაძე
მე იურიდიული მაქვს დამთავრებული. პირველ კურსზე ლექტორები გვეუბნებოდნენ, ყველაფერი რაც წერია, სამართალი, მოსამართლე გადაწყვეტილებას საკუთარი რწმენით იღებსო…
მე პირადად მაგრად „მიტყდება“, რომ ეს ადამიანი 19 დღეა არ ჭამს და მე ვიღაც მირეკავს და მეუბნება, რამე ხომ არ გამოვიძახოთ, რომ ვჭამოო… ამიტომ მოვედი ეთერში, რომ ეს მეთქვა“, – ამბობს სანდრო კაკულია „ფორმულას“ ეთერში.
ცნობისათვის, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში ხელის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. დაკავებისას მზია ამაღლობელს მიაყენეს შეურაცხყოფა, მოექცნენ არაადამიანურად. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი 19 დღეა შიმშილობს.