ბიზნესობიექტების დიდი ნაწილისთვის, დასაქმებულთა სავალდებულო ტესტირებას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის 1-ლი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრებში, ბაზრებსა და ბაზრობებში, ასევე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში, რესტორნებსა და სასტუმროებში მომუშავე პირებს სახელმწიფო სავალდებულო ტესტირებას აღარ დაუფინანსებს. მანამდე, ამ ვადად იანვარი იყო განსაზღვრული, თუმცა საქართველოს მთავრობის 2021 წლის 29 დეკემბრის განკარგულებით, ამ პერიოდმა ერთი თვით გადაიწია.
აღსანიშნავია, რომ ამ ტიპის ობიექტებზე, რომელთაც 30 და მეტი მომუშავე პირი ჰყავთ, სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ, დასაქმებულთა 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან PCR მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.