სავაჭრო ცენტრი „ისანი მოლი“ დღეს გახსნება. ნავთლუღის ქ. N 8-ში მდებარე 7 000 კვადრატულ მეტრზე განლაგებულ სავაჭრო ცენტრში განთავსებულია სავაჭრო, კვების, ბიზნეს და გასართობი ობიექტები. ასევე სხვადასხვა მომსახურების პუნქტები.
„ისანი მოლში“ ასევე იფუნქციონირებს „კარფურის“ მეოთხე მარკეტი და „მაფ-კარფურის“ სუპერმარკეტების საერთაშორისო ქსელის რეგიონულ სათავო ოფისი, საიდანაც წარიმართება კომპანიის ოპერაციები კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.
„ისანი მოლი“ აშენდა „ა“ კლასის ევროპული სტანდარტების დაცვით და მასში 7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. „ისანი მოლი“ შპს „ქროსი 2“-ის მიერ თბილისში 2015 წელს გახსნილი პირველი სავაჭრო ცენტრი იქნება. 2016 წელს „ქროსი 2“-ს კიდევ ორი სავაჭრო ცენტრის გახსნა აქვს დაგეგმილი.