„სავალდებულო“ არცერთ სამედიცინო ინტერვენციასთან მიმართებაში არ არის ლეგიტიმური და ეთიკურად გამართლებული ტერმინი – თამარ გაბუნიას განცხადებით სახელმწიფოს ევალება საინფორმაციო კამპანია და არა ძალდატანებით ვაქცინაცია.
“ვალდებულება აქვს სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ვაქცინაციის პროცესი, რათა აცრა ყველასთვის უფასოდ იყოს ხელმისაწვდომი. ” – აცხადებს გაბუნია
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, ეპიდუსაფრთხოებასთან მიმართებაში ერთადერთი გზა შეიძლება იყოს რეგულაციების დაწესება.
“როდესაც პირს აქვს არჩევანის შესაძლებლობა, აიცრას ან გაიკეთოს „პისიარ“ ტესტი და წარმოადგინოს მისი პასუხი. ეს არის ის სწორად დაბალანსებული და ეთიკური მიდგომა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ.” – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე