LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თუ იქნება მშვიდობა, 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას მოვახერხებთ” – ირაკლი კობახიძე

78
ირაკლი-კობახიძე-4

სავალუტო ფონდი გვეუბნება, რომ 2030-სთვის საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი კეთილდღეობის ევროპული ხარისხი, – აღნიშნულის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერმა ირაკლი კობახიძემ “იმედის კვირაში” განაცხადა.

მისივე თქმით, ეს სიღარიბის პრაქტიკულად, ან რეალურად განულებას ნიშნავს.

„7 წელია დარჩენილი 2030 წლის დადგომამდე და ძალიან რეალურია ის მიზანი, რასაც ემსახურებოდა მაშინ ამ მოძრაობის შექმნა. ერთ-ერთი მიზანი იყო კეთილდღეობის ევროპული სტანდარტის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. სავალუტო ფონდი სწორედ ამას გვეუბნება, რომ 2030-სთვის საქართველოში იქნება უზრუნველყოფილი კეთილდღეობის ევროპული ხარისხი. თუ იქნება მშვიდობა, სიმშვიდე, შენარჩუნდება ეს ეკონომიკური პოლიტიკა, ამ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხებთ უკვე 2030-სთვის სიღარიბის პრაქტიკულად ან რეალურად განულებას. “, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g