LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავალუტო ფონდი „ტვიტერზე” დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრაზე წერს

102

საქართველოს პირველ ვიცე პრემიერთან, დიმიტრი ქუმსიშვილთან გამართულ შეხვედრას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილე ტაო ჟანგი გამოეხმაურა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტაო ჟანგის კომენტარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი “ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

“საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი რეფორმების შესრულებაში წინ მიიწევს. რეფორმების დაჩქარება ქვეყანაში უფრო მაღალ და ყოვლისმომცველ ზრდას შეუწყობს ხელს“, – აცხადებს ტაო ჟანგი.

შეგახსენებთ,დიმიტრი ქუმსიშვილისა და ტაო ჟანგის შეხვედრა ვაშინგტონში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა სექტორულ და ფისკალურ ჭრილში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე ისაუბრეს, ასევე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი დიმიტრი ქუმსიშვილის ინიცირებით დაწყებული საკრედიტო – საგარანტიო რეფორმა იყო, რომლის გატარებაშიც საქართველოს დახმარებას სავალუტო ფონდი დახმარებას გაუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები