LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სავარაუდოდ, ცრუ უარყოფითი პასუხების სიმრავლე ტესტის არასწორად გაკეთების შედეგია, რადგან საფრანგეთში ტესტის 99% სწორედ ომიკრონის შემთხვევას ადასტურებს“ – რევაზ ბოჭორიშვილი

695
page

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი კლემონ-ფერანის ენდოსკოპიური სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი რევაზ ბოჭორიშვილი პასუხობს კითხვას, რატომ უჭირს პისიარ ტესტს ომიკრონის ახალი შტამის დადგენა.

„ხშირად ვადარებ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს საფრანგეთში არსებულ სიტუაციასთან და ძალიან მიკვირს ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პისიარ ტესტი ვერ ავლენს ომიკრონს. სავარაუდოდ, ცრუ უარყოფითი პასუხების სიმრავლე ტესტის არასწორად გაკეთების შედეგია, რადგან საფრანგეთში ტესტის 99% სწორედ ომიკრონის შემთხვევას ადასტურებს, შესაბამისად, მტკიცება თითქოს პისიარ ტესტს ომიკრონის დიაგნოსტიკა უჭირს – მცდარი და გაუმართლებელია“ – ამბობს რევაზ ბოჭორიშვილი.

გადაცემა ვრცლად

ომიკრონის შტამი სწორედ ბავშვებს უტევს, მეტიც, საფრანგეთში სწორედ ბავშვები ითვლებიან ომიკრონის გავრცელების მთავარი წყაროდ – რევაზ ბოჭორიშვილი

„ის, რომ ომიკრონი პანდემიას დაასრულებს, ამგვარი პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია“ – რევაზ ბოჭორიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g