“ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი ანი ჩირაძე სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, მსახიობი 1200 ლარით დააჯარიმეს.
კონკრეტულად რა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის სცნეს ის დამნაშავედ, უცნობია, თუმცა ერთ-ერთი პირის განცხადებით, ჩირაძემ პატრულის თანამშრომელს შეურაცხყოფა მიაყენა. თავად მსახიობმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა.