თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო. როგორც „ფორტუნას“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილით, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისათვის, არსებულო ინფორმაციით, მოტოციკლის მძღოლს საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა და მოგვიანებით გზა გადაუკეტა, რის შემდეგაც მოტოციკლის მძღოლი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, ბაიკერი ადგილზე დაიღუპა.