LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარძელი, რომელზეც მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი FB-ლაივისას ზის, 14 000 დოლარი ღირს

2911
misha201127

შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს მიხეილ სააკაშვილის და იმ სავარძლის შესახებ, რომელზეც ერთ-ერთი გამოსვლისას საქართველოს ექსპრეზიდენტი იჯდა.

“გუშინ ეს ბოროტი ჩიტი თავისი ფებე ლაივისას ამ სავარძელზე იყო წამოსკუპებული.
ესაა “პრუსტის სავარძელი”, რომლის შემქმნელი არის იტალიელი დიზაინერი ალესანდრო მენდინი. სავარძლის ფასი 14 ათასი დოლარი გახლავთ. ეს ე.წ. დიზაინერული ავეჯია, რომლის ყიდვის საშუალება მხოლოდ ძალზედ მდიდარ ადამიანებს აქვთ.
სააკაშვილისგან ვიცით, რომ ის “დედამისის კმაყოფაზეა” და ალბათ, ამ სავარძელზეც იტყვის, რომ ქ ნმა გიულიმ უყიდა.
მე სხვა რამეზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ამ ძვირფასი სავარძლიდან ეს მხდალი და ბოროტი ჩიტი კვლავ იძლევა რევოლუციურ განკარგულებებს.
უსაფრთხოდ, დიზაინერული ავეჯისა და ფუფუნების სხვა საგნებით გარშემორტყმული მოუწოდებს თავის მრევლს, რომ მისი გულისთვის თავი გასწირონ.
ეს იმდენად ამაზრზენია, რომ სიტყვებიც არ მყოფნის!
მაგრამ, მრევლს რომ თავი დავანებოთ, ეს პატარ-პატარა პარტიები სად ჭირში და მოუსავლეთში მიყვებიან ჯოკერის ტახტზე შემომჯდარ ბოროტ ჩიტს?
აი, ესაა საკითხავი!”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g