LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავარძლები დაიმტვრა და ერთმანეთში აიხლართა, ხალმა დამცავი ღვედები გახსნა და გადმოხტომა დაიწყეს – თვითმხილველები

53

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ. მათი თქმით, საბაგიროზე, სავარაუდოდ, სამუხრუჭე სისტემა დაზიანდა, რის გამოც საბაგიროს შეჩერება ვეღარ მოხერხდა.

საბაგიროს გაუმართავობა აშკარა იყო. როგორც ჩანს, მუხრუჭები გაუფუჭდა და საბაგირომ ვეღარ გაუძლო იმ ხალხის სიმძიმეს, რომელიც ზემოთ ადიოდა, ამის შემდეგ სავარძლები დაიმტვრა და ერთმანეთში აიხლართა, ამის გამო საბაგირო თანდათან გაჩერდა, – ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

ერთ-ერთი დაშავებული თქმით, მასაც სხვა ტურისტებივით „საძელედან“ გადმოხტომა მოუწია. მისი თქმით, იმდენად საშიში სიტუაცია შეიქმნა, რომ ხალხმა დამცავი ღვედები გახსნა და გადმოხტომა დაიწყეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g