LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავი, ქორწინების ბეჭდები, მედიკამენტები – გაიგეთ, კიდევ რა გაგვიძვირდა ერთ წელში

86
ipiccy-image (2)

2021 წლის თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 3.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვართან შედარებით ფასები 1.1 პროცენტით გაიზარდა.

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაში წერია, თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირების გამო, ადგილობრივ ბაზარზე ბენზინისა და დიზელის გაძვირებამ იმოქმედა, ჯამში 0.3 პროცენტული პუნქტით.

„მზესუმზირის ზეთის, შაქრის და პურის გაძვირების წვლილმა თვის ინფლაციაში სათითაოდ 0.1 პპ შეადგინა. საპირისპიროდ, იმერული ყველის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. წლიურად სურსათი 6.0 პროცენტით იყო გაძვირებული. იანვრის 3.6 პროცენტიანი ინფლაციიდან სურსათზე 1.7 პპ მოდიოდა, საიდანაც მხოლოდ ზეთზე, შაქარზე, კვერცხზე და პურზე 1.0 პპ. კვლავ მაღალი იყო სიგარეტის წვლილი (0.3პპ). ავტომობილის სათანადარიგო ნაწილებზე, სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტებსა და ქორწინების ოქროს ბეჭედზე ფასების ზრდამ ინფლაციის მატებაზე ჯამში 0.6 პპ-ით იმოქმედა. ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირება თებერვალში კვლავ მნიშვნელოვნად, 1.6 პპ-ით, მოქმედებდა, ამის გარდა, წლიური ინფლაციის შემცირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ბენზინის, დიზელის და გაზის საწვავის, (ჯამში 0.2 პპ-ით) და კარტოფილის გაიაფებას (0.2 პპ-ით) ჰქონდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს გამორიცხავს, 6.3 პროცენტამდე გაიზარდა. მთლიან ინფლაციასა და საბაზო ინფლაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა მეტწილად ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადასახადის ზემოთხსენებულ სუბსიდირებას უკავშირდება. ასევე სახეზეა წინა პერიოდებში გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის თებერვლის თვის მიმოხილვაში.

ამავე ინფორმაციის თანახმად, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ იმპორტირებულ საქონელზე 3.6 პროცენტი, ხოლო ადგილობრივად წარმოებულ საქონელზე 3.2 პროცენტი შეადგინა. შერეული საქონელი 4.5 პროცენტით გაძვირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g