LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საწვავის ფასი განახევრდა, მგზავრობა ლამისაა გაძვირდეს

47

საწვავის გაიაფების მიუხედავად, საქართველოში მგზავრობის ტარიფი არ შემცირებულა. მოსახლეობა როგორც დედაქალაქში, ისევე რეგიონებში გადაადგილებისას ისევ იმდენს იხდის, რასაც თუნდაც 2 წლის წინ, როდესაც ბენზინის და დიზელის ღირებულება 2 ლარს აჭარბებდა. დღეს კი ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება 1,10-1,30 ლარის ფარგლებში მერყეობს. კომპანიებში ამბობენ, რომ დღეს არსებული ტარიფის შემცირებაც უჭირთ, გაიაფებაზე კი საუბარი საერთოდ ზედმეტია.

მსოფლიოში ნავთობის გაიაფების პარალელურად, საწვავის ფასი საქართველოშიც შემცირდა. თუ 2 წლის წინ ერთი ლიტრი ბენზინი 2 ლარი ღირდა, დღეს 1,3-1,4 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ღირებულება 2,05 ლარიდან 1,10-1,15 ლარამდე ჩამოვიდა. შიდა გადაზიდვებში ტარიფის 60-70% სწორედ საწვავზე მოდის, თუმცა გაიაფებულ საწვავს მგზავრობის ღირებულებაზე გავლენა დღემდე არ მოუხდენია და როგორც ჩანს, არც მომავალში მოახდენს… (იხილედ ვრცლად)

 

წყარო: www.resonancedaily.com

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები