LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყავრესთან ტყის ხანძარის ქრობის სამუშაოებში მესამე ვერტმფრენი ჩაერთო

228
69387663-2102121926758695-6439581270191112192-o

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო დიდი რაოდენობით სახანძრო-სამაშველო და დამხმარე ტექნიკა.

გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა.

სოფელ საყავრესთან, სადაც ხანძარი დაახლოებით 40 ჰექტარზეა გავრცელებული, ვერტმფრენებმა დღეს მუშაობა შეაჩერეს

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებულია 40 ჰექტარ ფართობზე. ცეცხლი უკიდია ქვედა საფარს და შერეულ ტყეს.

ამ დროისთვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ აღინიშნება. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ცეცხლის მოსახლეობასთან ჩამოსვლის საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები