LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყდრისთან ოპოზიციური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა

87

საყდრისის ტერიტორიაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და RMG gold-ის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა.

როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” “ფორტუნას” განუცხადეს, დაპირისპირება პარტიები და მათი მხარდამჭერები საყდრისის მიმდებარედ იმ მიწის ნახვას მოითხოვდნენ, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე გამოაქვს. პარტიაში აცხადებენ, რომ დაპირისპირება ფიზიკური ხასიათის არ ყოფილა, თუმცა, მას შემდეგ, რაც პარტიების წარმომადგენლებმა საყდრისის ტერიტორიაზე შესვლაზე უარი მიიღეს, მათ ფიზიკური ძალის საშუალებით შლაგბაუმის გადალახვა მაინც მოახერხეს.

როგორც ”ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ,  მომხდარის შემდეგ პარტიებისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო. მათივე ინფორმაციით, RMG gold -მა პარტიის ლიდერებითა და მხარდამჭერებით 20 კაციანი ჯგუფები დააკომპლექტა, რომლებიც ეტაპობრივად შევლენ ტერიტორიაზე მიწის სანახავად.

mazda magti 5g