LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საყურეების ახალი კოლექცია დიზაინერ ნინო ჯანიძისგან

443

დიზაინერი ნინო ჯანიძე მომხმარებელს წინა საახალწლოდ საყურეების განახლებულ კოლექციას სთავაზობს.

“ბრენდი “ჯანინი” აქტიურად აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას. ჩვენს მომხმარებელს ამჟამად საახალწლო კოლექციას ვთავაზობთ, რომელიც გამოირჩევა მეტი ბრწყინვალებით. შევეცადე კოლექცია ყოფილიყო უფრო ფერადი, მრავალფეროვანი და სადღესასწაულო. ისეთი, რომელიც თქვენს საახალწლო განწყობას გააორმაგებდა.”

მისივე თქმით, დიზაინი მზადების პროცესში იქმნება. შთაგონების წყარო ბევრი რამ შეიძლება გახდეს, თუნდაც რაიმე პატარა ნივთი, აღნიშნა დიზაინერმა.

დიზაინერმა აღნიშნა ისიც, რომ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაიწყება კოლექციაზე ფასდაკლება, რათა საშუალება მიეცეს მსურველს გაუკეთოს საჩუქარი საყვარელ ადამიანს.

ამ ეტაპზე სასურველი საყურის შეძენა ონლაინ შეგიძლიათ. ასევე ფალიაშვილის 68 ნომერშიც. ონლაინ შეკვეთის დროს ადგილზე მიტანის სერვისი უფასოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები