პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი “ქართულ ოცნებაში” არსებულ სიტუაციას და ბოლო ორი დღის განმავლობაში მიმდინარე უმრავლესობის სხდომებს ეხმაურება.
“ლიდერი ქართულ ოცნებას “ალაგებს” შემდეგი ფორმულით – თუ სიყვარული არ გამოგდით, ოროთახიან ბინას გიყიდით, ცალ-ცალკე იცხოვრეთ, საყვარლები გაიჩინეთ, ბავშვებს მე გავზრდი, ოღონდ ოჯახი არ დაანგრიოთო” – წერს “ფეისბუქზე” გია ხუხაშვილი.
ქართული ოცნების ოფისში მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებით ორდღიანი შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ შეხვედრები ნაყოფიერი და შედეგიანი იყო. როგორც დეპუტატებმა აღნიშნეს პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მიღწეულია, კერზოდ, ახალი წესითა და კრიტერიუმებით შერჩეულ მოსამართლეობის კანდიდატურებზე ინდივიდუალურად იმსჯელებენ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატები ღია კონკურსის წესით მოხვდებიან, ასევე, პარლამენტის ყველა წევრი კენჭისყრის დროს ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.