ახალი ფრანგული მელოდრამა „საყვარლები“ წლის მთავარი ევროპული ფილმია, რომელსაც მაყურებელი ელის. კინოპრემიერა 10 მარტსაა დაგეგმილი, ცნობილი ხდება ფილმის სიუჟეტიც. ის ახალგაზრდა გოგონასა და ასაკოვანი მამაკაცის სიყვარულის ისტორიას გვიყვება.
ფილმის მთავარი გმირი სიმონი თავისი მძიმე ხასიათისა და რიგი პრობლემების გამო, იძულებულია ქალაქიდან გაიქცეს. მისი საყვარელი ქალი ლიზა კი, სამი წლის შემდეგ თხოვდება. ახლად დაქორწინებული ლიზა მეუღლესთან ერთად ეგზოტიკური კუნძულზე მიემგზავრება, სადაც იმალება მისი ძველი სიყვარული.
ფილმის რეჟისორია ნიკოლ გარსია, რომელიც ცნობილია ისეთი გახმაურებული ფილმებით, როგორიცაა „სიყვარულის ილუზია“, „ლუპეტი“ და სხვა… ფილმში მთავარ როლებს ფრანგული კინოს ვარსკვლავები სტეისი მარტინი და პიერ ნინე ასრულებენ.