ქართული ბრენდი BEZE მომხმარებელს ახალ, საზაფხულო კოლექციას და ძველ საგაზაფხულო კოლექციაზე 50%-იან ფასდაკლებლებას სთავაზობს. როგორც დიზაინერმა ეკატერინე მახარობლიშვილმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მსურველებს ქალისა და ბავშვის კაბების, მაისურებისა და შარვლების შეძენა შეუძლიათ.
”დიდი სურვილი მაქვს ბიჭებისა და დიდწონიანი ქალბატონების პროდუქციაც შევქმნა. ჯერჯერობით, მხოლოდ ონლაინ მაღაზია მაქვს. მომხმარებლისთვის სასურველი პროდუქცია შეკვეთიდან მაქსიმუმ 1 კვირის განმავლობაში იქმნება და ის ჩვენს კურიერს ადგილზე მიაქვს”, – აღნიშნა მახარობლიშვილმა.
მომხმარებლებს სასურველი პროდუქციის შეკვეთა BEZE-ს Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით შეუძლიათ.