LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

116
melon

„საზამთროსა და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა“, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ბოსტნეულსა და ბაღჩეულ კულტურებს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აღებული და ლაბორატორიულად გამოკვლეულია საზამთროსა და ნესვის 36 ნიმუში. კვლევის შედეგად, ნიტრატების შემცველობა ნორმას არ აღემატება.

სააგენტოს ინსპექტორები ნიმუშებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საბითუმო, მსხვილი და მცირე სარეალიზაციო ობიექტებიდან იღებენ. კვლევა აკრედიტებულ ლაბორატორიაში ტარდება.

სურსათის ეროვნული სააგენტო სეზონურ ბოსტნეულსა და ბაღჩეულს ნიტრატების შემცველობაზე ყოველწლიურად ამოწმებს. წლის ბოლომდე კიდევ 40 ნიმუშის აღება-შემოწმებაა დაგეგმილი. შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება“, – ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები