ამ დროის მონაცემებით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების 64,27%-მა მხარდაჭერა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს გამოუცხადა.
57 უბნიდან, ცესკოს მიერ ამ ეტაპზე გამოქვეყნებული 54 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უმეტესობამ – 64,27%-მა მხარი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა. შესაბამისად, უცხოეთის ქვეყნებში მცხოვრები თანამოქალაქეების მიერ 35,73%-იანი მხარდაჭერა აქვს მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
უფრო კონკრეტულად, გრიგოლ ვაშაძემ არჩევნები მოიგო ავღანეთში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, თურქეთის ერთ უბანზე, ისრაელში, კვიპროსში, პოლონეთში, ქუვეითში, ხოლო სალომე ზურაბიშვილმა თურქეთის ერთ უბანზე, ლატვიაში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, კატარსა და ჩინეთში.