მიუხედავად იმსა, რომ ყოფილი პრეზიდენტი რვა წლის მანძილზე საზღვრებს გარეთ იყო, ის მაინც წამყვან ოპოზიციურ ფიგურად ითვლება, – ასე იხსენიებს ბრიტანული გამოცემა BBC სტატიაში, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც გუშინ საღამოს, რვა წლიანი დევნილობის შემდეგ ქართველმა სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოცემა წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალაუფლების გადამეტებისა და კორუფციის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებისას დააკავეს. ქართული ტელევიზიები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩან თუ როგორ მიჰყავთ ის საპატიმროში ხელბორკილებით, – წერს BBC საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.