LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში იარაღის გადაზიდვა რუსეთისთვის ლეგიტიმური სამიზნეა – ლავროვის თქმით, იციან მარშრუტები, რომლებითაც უკრაინულ მხარეს იარაღი მიეწოდება

211
ლავროვვვიიი

საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, მოსკოვმა იცის მარშრუტები, რომლებითაც უკრაინულ მხარეს იარაღი მიეწოდება.

„ნებისმიერი იარაღი, ნებისმიერი იარაღის მიწოდება უკრაინის ტერიტორიაზე არის ლეგიტიმური სამიზნე, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს. როგორც კი, ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღწევს, ჩვენი სპეცოპერაციის სამიზნე ხდება“, –  განაცხადა ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები