LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზღვარზე კითხვები არ დაუსვამთ, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ” – რუსი წამყვანი, რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, თბილისში ისვენებს

102
Untitled design (72)

რუსი ტელეწამყვანი ქსენია ბოროდინა, რომელიც აფხაზეთშია ნამყოფი და რომელმაც ოკუპაციის შესახებ კანონი დაარღვია, საქართველოში იმყოფება. ის, ამჟამად თბილისში ისვენებს.

ინფორმაცია, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გაავრცელა და ტელეწამყვანს რამდენიმე კითხვით მიმართა.

“არა, არანაირი კითხვები საზღვარზე არ დაუსვამთ, მშვიდად შემოვედი, ძალიან გულითადად შეგვხვდნენ, ძალიან სასიამოვნოდ. როდესაც გავაჟღერე რუსეთში, რომ აქ მოვდიოდი, მითხრეს, რომ შეიძლება ყოფილიყო რაღაც პრობლემები, თუმცა არანაირი პრობლემა არ ყოფილა, ყველაფერი კარგადაა.

დიახ, ვიყავი აფხაზეთში, დავარღვიე კანონი? რატომ? მე არ ვიცი ამის შესახებ. ახლოს ვიყავი, მეგობრებთან ერთად ვმოგზაურობდი და წავედით აფხაზეთში. საზღვარზე ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამთ. აფხაზეთში გავლით ვიყავი”, – თქვა მან „ფორმულასთან“.

რუსმა ტელეწამყვანმა ინსტაგრამგვერდზეც განათავსა თბილისში გადაღებული ფოტოები.

მისი აფხაზეთში გადაღებული ფოტოები კი 3 მაისით თარიღდება.

ცნობილია, რომ ქსენია ბოროდინა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერია. 2018 წელს ის შეუერთდა მოძრაობას „პუტინის გუნდი“, რომელიც რუსმა ჰოკეისტმა, ალექსანდრ ოვეჩკინმა დააფუძნა პრეზიდენტის მხარდასაჭერად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g