LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზიზღარი მე 3“ მილიარდერთა კლუბს მიუახლოვდა

176

მულტფილმ „საზიზღარი მე 3“-ის შემოსავალმა მილიარდ დოლარს მიაღწია. უფრო კონკრეტულად კი, ანიმაციური ფილმის მოგება ამ დროისთვის 994 მილიონს შეადგენს. უახლოეს მომავალში, 2017 წლის მილიარდერთა კლუბს „მზეთუნახავი და ურჩხულთან“ და „ფორსაჟი 8“-თან ერთად ეს უკანასკნელიც დაიკავებს.

რაც შეეხება გასული კვირის მონაცემებს, ყველაზე შემოსავლიანი ფილმების რეიტინგის პირველ ადგილზე „მკვლელის მცველი“ იმყოფება 10 მილიონი დოლარით. მეორე ადგილზე კი „ანაბელის წყევლა 2“ 7,3 მილიონით იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები