LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზიზღარი მე 3“ რეკორდებს ხსნის

270

მულტფილმ „საზიზღარი მე“-ს მოგებამ სამი მილიარდ დოლარს მიაღწია. ასეთ მონაცემებს გამოცემა The Wrap ავრცელებს.

ანიმაციური ფილმის მესამე ნაწილი დიდ ეკრანებზე 10 დღის  წინ გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში მის ანგარიშზე უკვე 440 მილიონი დოლარია, ამას გარდა ის აბსოლუტური ლიდერი გახდა ჩინურ კინოგაქირავებაში მულტფილმებს შორის. მარტო საპრემიერო დღეს აქ მისმა მოგებამ 20 მილიონი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ მეორე სერიამ, 76 მილიონიანი ბიუჯეტით, მსოფლიო კინოგაქირავებაში თითქმის მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები