LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საზმაუს გადაწყვეტილება ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია“ – ზურაბიშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

121
BeFunky-collage0კ,პ654=9 (37)

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „ეს ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია“.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას.

„ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს, რომელიც დაცული უნდა იყოს“, – წერს პრეზიდენტი.

„ტელეფონზე დარეკვა არ შეგიძლიათ? დარეკვა და გარკვევა გთხოვეთ“ – საზოგადოებრივ მაუწყებელთან ხმაური იყო

ცნობისთვის, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ბოლო 2 თვის განმავლობაში ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ერთ-ერთი მონაწილეა.

ვასილ ივანოვ ჩიქოვანი: „დაუსჯელობის სინდრომი, მწვანე შუქი შავფორმიანებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ – ეს არაფერია თუ არა, სახელმწიფოს მიტაცების მცდელობა, ავტორიტარიზმი“

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა დაწერა, რომ მას 18:00-საათიანი „მოამბე” აღარ მიჰყავს. მან არხის ოფიციალურ წერილი გაასაჯაროვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჩიქოვანს „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე, დროებით აღარ ევალება საინფორმაციო გამოშვების წამყვანის ფუნქციის შესრულების ვალდებულება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g